პარტია „საქართველოსთვის“ წევრები გასული წლის საპროტესტო აქციებზე გამოყენებული ნივთიერების გამოძიების მოთხოვნით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას კვლავ აქტიურად ითხოვენ. დადგენილების პროექტს უახლოეს ბიუროს სხდომაზე დაარეგისტრირებენ. ყოფილი პრემიერის გუნდში ამბობენ, რომ კომისიაზე გასული წლის საპროტესტო აქციებს დეტალურად განიხილავენ. „ქართულ ოცნებაში“ საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ. მმართველ პარტიაში აღნიშნავენ რომ გახარიას პარტიის ინიციატივას, მხარს არ დაუჭერენ... გახარია საქართველოსთვის გუნდის სურვილს - შეიქმნას საგამოძიებო კომისია, აკრიტიკებენ სხვა ოპოზიციური ჯგუფებიც. ოპონენტების შეფასებით, არალეგიტიმურ პარლამენტში შექმნილი კომისია საქმეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გამოიძიებს.