საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისა და მოტყუებით თანხის დაუფლების ფაქტზე კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის აგვისტოდან ნოემბრის ჩათვლით, თბილისსა და რუსთავში, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მათივე სარგებლობაში არსებული ავტომობილები განზრახ შეაჯახეს დაზარალებულთა ავტომობილებს. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულებმა ხელოვნურად შექმნეს ვითარება, რომლის მიხედვითაც თითქოსდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა დაზარალებულთა ბრალეულობით იყო გამოწვეული და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, სამ დაზარალებულს საერთო ჯამში 6 420 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენეს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.