ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიის“ სტუდენტებისთვის, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ფსიქოლოგ ზურა მხეიძის სემინარი ჩატარდა - Palitra News

ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიის“ სტუდენტებისთვის, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ფსიქოლოგ ზურა მხეიძის სემინარი ჩატარდა

2025-12-09 09:27:13+04:00

ComCom-ის „მედიასკოლის სტუდიის“ სტუდენტებისთვის, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, ფსიქოლოგ ზურა მხეიძის სემინარი ჩატარდა. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ რესპოდენტთან კომუნიკაციის სწორად დამყარების მეთოდებს, სტრესულ სიტუაციებში ემოციების მართვის ხერხებს, არაველბალური ქცევების გაშიფვრას, ჟურნალისტური საქმიანობისთვის სხეულის ენაზე დაკვირვების გზებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს. სემინარი გამოირჩეოდა პრაქტიკული სავარჯიშოებით, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეები მედიიდან რეალურ მაგალითებს განიხილავდნენ.