ვლადიმერ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ინჟინერიის წრის მოსწავლეებმა თბილისის N202 უსინათლო და მცირემხედველ მოსწავლეთა საჯარო სკოლაში ინოვაციური მოწყობილობის პრეზენტაცია გამართეს.
კომაროვის მოსწავლეებმა უსინათლოებისთვის შექმნილი დამხმარე მაგიდა-ორგანაიზერი „ლუსი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს, თამარ მახარაშვილს და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს გააცნეს. „ლუსი“ უსინათლოებს საზოგადოებრივ სასადილოებში დამოუკიდებლად კვებისთვის საჭირო ისეთი აქსესუარების მოხმარებას უმარტივებს, როგორიცაა: თეფში, დანა-ჩანგალი და სხვა. მაგიდა-ორგანაიზერი აღჭურვილია როგორც ხმოვანი სისტემით, ისე ბრაილის შრიფტით. ახალგაზრდების მიერ შექმნილი ინოვაციური პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოსწავლე გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩი“ 2025 წლის ფინალისტებს შორისაა.