უკრაინის პრეზიდენტს ბრუსელში ნატოს გენერალურმა მდივანმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა უმასპინძლეს - Palitra News

უკრაინის პრეზიდენტს ბრუსელში ნატოს გენერალურმა მდივანმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა უმასპინძლეს

2025-12-09 09:29:16+04:00

უკრაინის პრეზიდენტს ბრუსელში ნატოს გენერალურმა მდივანმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა უმასპინძლეს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კარგი და პროდუქტიული შეხვედრა გამართა. ზელენსკის განცხადებით, მხრეებმა დეტალურად განიხილეს უკრაინის დელეგაციის მუშაობა ამერიკელ პარტნიორებთან მშვიდობის მიღწევის, უსაფრთხოების გარანტირებისა და უკრაინის მდგრადობის გაძლიერების ნაბიჯებთან დაკავშირებით. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მის ევროპელ პარტნიორებთან კოორდინირებულად და შეთანხმებულად აგრძელებს მუშაობას. ევროპელი პოლიტიკოსები კი აცხადებენ, რომ ისინი რუსეთზე ზეწოლას კიდევ უფრო გაზრდიან. ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში 8 დეკემბერს, ლონდონიდან ჩავიდა.