BBC-ის ინფორმაციით, იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა - Palitra News

BBC-ის ინფორმაციით, იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა

2025-12-09 09:30:16+04:00

BBC-ის ინფორმაციით, იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მომხდარი 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაშავდა მედიის ცნობით, მიწისძვრის გამო ათასობით ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. მიწისძვრამ ცუნამის საფრთხესთან დაკავშირებული გაფრთხილებების გაცემა გამოიწვია, რაც ამჟამად გაუქმებულია. მიწისძვრის გამო, შეფერხდა სარკინიგზო მოძრაობა, ათასობით სახლი კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა უფრო ძლიერი ბიძგი მოხდეს და საზოგადოებას მოუწოდეს, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში მაღალი მზადყოფნის მდგომარეობაში დარჩნენ. Reuters-ის ცნობით, ევაკუაციის ბრძანება დაახლოებით 90 000 მოქალაქისთვის გაიცა.