საქართველოს პარლამენტი უმაღლესი განათლების რეფორმის საკომიტეტო განხილვებს იწყებს - Palitra News

საქართველოს პარლამენტი უმაღლესი განათლების რეფორმის საკომიტეტო განხილვებს იწყებს

2025-12-09 12:32:53+04:00

საქართველოს პარლამენტი უმაღლესი განათლების რეფორმის საკომიტეტო განხილვებს იწყებს. საკითხს დეპუტატები რამდენიმე კომიტეტზე და სავარაუდოდ, პლენარულ სხდომაზეც განიხილავენ. საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, 3+1+1 სისტემა ინერგება, სადაც 3 წელი ბაკალავრიატს დაეთმობა, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას. წარდგენილი ცვლილებების გათვალისწინებით, კანონით აღარ განისაზღვრება დაფინანსების არსებული მოდელები - მათ შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტები და პროგრამული დაფინანსება. სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულებს, როგორც ბაკალავრიატის საფეხურზე, ისე მაგისტრატურაზე, სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაუფინანსებს, კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებზე კი - დაფინანსება არ გაიცემა. განხილვის საგანი გახდა განათლების მინისტრის მოადგილის ზვიად გაბისონიას განმარტებები ეროვნულ გამოცდებზე უნივერსიტეტების ჩამონათვალის შევსებასთან დაკავშირებით. განათლების სამინისტროს განმარტებით, გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ვერ აირჩევენ, სიმართლეს არ შეესაბამება. საკითხზე კეთდება პოლიტიკური შეფასებებიც.