თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

2025-12-09 12:33:20+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ხაბეიშვილს უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებას ედავებიან. რაც შეეხება ზოდელავას, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. ხაბეიშვილის მხარდამჭერების შეფასებით, წარდგენილი ბრალი უსაფუძვლოა, როგორც ამბობენ, არ შეიძლება პოლიტიკური განცხადება დანაშაულად შეფასდეს.