BBC-ის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ირგვლივ, გამოძიება მხოლოდ უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარეობს - Palitra News

BBC-ის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ირგვლივ, გამოძიება მხოლოდ უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარეობს

2025-12-09 12:34:30+04:00

BBC-ის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის ირგვლივ, გამოძიება მხოლოდ უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გასული წლის საპროტესტო აქციებზე მასების მართვისთვის გამოყენებული ნივთიერების შესახებ მოკვლევა დაასრულა. გამოძიების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრძალული ნივთიერება არასდროს გამოუყენებია და არც შეუძენია. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების თქმით, გამოსაძიებელი დარჩა, თუ რამდენად იყო პროცესი კონსპირაციასთან დაკავშირებული, რომლის მიზანი სავარაუდოდ, საქართველოს ავტორიტეტის დაზიანება იყო. გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, მხოლოდ საერთაშორისო გამოძიებას შეუძლია შეძენილ-გამოყენებული ნივთიერების კანონიერების საკითხი დაადგინოს.