დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრები საერთო განცხადებას ავრცელებენ. წევრი სახელმწიფოები მზაობას გამოხატავენ, განიხილონ გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციის შესაძლებლობა, რათა უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიღწევას ხელი შეუწყონ. მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ მათი ქმედებები შესაბამის სამართლებრივ ჩარჩოებთან თანხვედრაშია. განცხადების თანახმად, უკრაინის საკითხი „დიდი შვიდეულის“ დღის წესრიგის სათავეში საფრანგეთის თავმჯდომარეობის დროსაც უნდა შენარჩუნდეს.