შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესები ისევ მკაცრდება - რას ითვალისწინებს შეზღუდვები და როგორია პოლიტიკურ მხარეთა გამოხმაურებები - Palitra News

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესები ისევ მკაცრდება - რას ითვალისწინებს შეზღუდვები და როგორია პოლიტიკურ მხარეთა გამოხმაურებები

2025-12-09 12:36:33+04:00

შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესები ისევ მკაცრდება. პროექტის თანახმად, თუ შეკრება-მანიფესტაცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, დაწესებულებების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებებისა და ხალხის გადაადგილებას, სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილი იქნება მანიფესტაციის მონაწილეებს მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროის ან სვლა/გეზის შესახებ მითითება მისცეს. მითითების შეუსრულებლობა პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ ინიციატივა ბალანსის მაქსიმალურად დასაცავად დაინიცირდება, რომელიც როგორც პროტესტის მონაწილე პირებზე იქნება მორგებული, ისე იმ ადამიანებზეც, რომლებიც პროტესტში ჩართული არ არიან. პარლამენტი ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. საკითხს შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაშიც.