„საქართველოს მელიორაცია ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე სანიაღვრე ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია დაახლოებით, 17 კმ სიგრძის სანიაღვრე არხების მოწყობა. საქართველოს მელიორაცია“ განახორციელებს კოპიტნარის აეროპორტის ტერიტორიიდან გამომავალი არხების წმენდას ავტობანიდან ბაშის კოლექტორამდე; მოეწყობა საავტომობილო მილხიდებიც. არსებული სამელიორაციო არხების 10კმ-იანი მონაკვეთის გაწმენდის შედეგად, ჭარბი წყლის მოცილება გაუმჯობესდება 300 ჰექტრამდე მიწის ფართობზე.