სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები და პროცესში ჩართულ მხარეთა პოზიციები - აშშ-ის პრეზიდენტის სამშვიდობო გეგმის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ორ საკითხზე შეჩერდა - იუწყება აქსიოსი. გამოცემა წერს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის მხრიდან მზარდ ზეწოლას განიცდის... უცხოური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციის თანახმად, რუსეთი უკრაინისგან მთელი დონბასის რეგიონის დათმობას ითხოვს. თავის მხრივ, კიევი ტერიტორიებთან დაკავშირებით დათმობებზე წასვლას არ აპირებს. ზელენსკი უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობს. უკრაინის პრეზიდენტი აქტიურად ესაუბრება ევროპელ პარტნიორებსაც. ლონდონში გამართული შეხვედრის ფარგლებში ზელენსკიმ ლიდერებს დიპლომატიური ვითარების შესახებ არსებული ცნობები გაუზიარა.. შემდეგი ვიზიტი ბრიუსელში, მარკ რუტესთან იქნება. შეძლებენ თუ არა სახელმწიფოები კომპრომისებზე წასვლას და საკითხზე კონსესუსის მიღწევას...
რუსეთი უკრაინისგან მთელი დონბასის რეგიონის დათმობას ითხოვს - შეძლებენ თუ არა სახელმწიფოები კომპრომისებზე წასვლას და საკითხზე კონსესუსის მიღწევას