მშენებლობა ისევ ძვირდება - მიზეზი დარგში ხელფასების მატება და ხარჯების ზრდაა - Palitra News

მშენებლობა ისევ ძვირდება - მიზეზი დარგში ხელფასების მატება და ხარჯების ზრდაა

2025-12-09 14:19:21+04:00

მშენებლობა ისევ ძვირდება - მიზეზი დარგში ხელფასების მატება და ხარჯების ზრდაა. 2025 წლის ოქტომბერში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 4.3 პროცენტით. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. მათივე ცნობით, თვის ჭრილში ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.7 პროცენტიანი ზრდით, რამაც 0.45 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. რაც შეეხება სამშენებლო ინდექსის წლიურ ზრდას, რამაც 4.3 პროცენტი შეადგინა, უმეტესწილად, ესეც გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.2 პროცენტიანი მატებით და სხვა ხარჯების კატეგორიის 5.2 პროცენტიანი ზრდით. საინყტერესოა ასევე, რომ 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 25.2 პროცენტით.