განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინფორმაცია, რომელის თანახმადაც, აბიტურიენტებს ფაკულტეტების არჩევანის თავისუფლებას ეზღუდებათ, სპეკულაციაა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ზვიად გაბისონიამ უმაღლესი განათლების საფეხურზე დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების კვოტირებას და საგანმანათლებლო პროგრამებს მთავრობა განსაზღვრავს და კვოტირება შრომის ბაზრის მოთხოვნებს დაეფუძნება. განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთათვის სწავლა ბაკალავრის მსგავსად, მაგისტრატურის საფეხურზეც უფასო იქნება. კიდევ რა სიახლეებია დაგეგმილი უმაღლესი განათლების საფეხურზე, ვის მოსწონს და ვის რა კრიტიკული მოსაზრება აქვს საკითხზე?