პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვით, შსს სამინისტროს ენიჭება წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. პროექტის თანახმად, სატრანსპორტო გზის გადაკეტვასთან ერთად დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუკი ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. ასევე, დაუშვებელი იქნება ხალხის სავალი ნაწილის სხვადასხვა კონსტრუქციებით და საგნებით გადაკეტვა. თუ შეკრების მონაწილეები შსს-ს მიერ შეთავაზებულ ადგილზე ან სვლა-გეზზე აქციის ჩატარებას არ დათანხმდებიან, ჯერ ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო შემდეგ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ქართული ოცნების შეფასებით, გამკაცრებული რეგულაციების მიზანია დაცვას როგორც დემონსტრანტების, ისე იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც საპროტესტო აქციებში არ მონაწილეობენ. რას უკავშირებენ შეზღუდვებს ოპოზიციაში?