თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკისები: ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა პატიმრობაში დატოვა, საქმე კი, არსებით განხილვაზე გადავიდა. ამით სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორმა, მათ შორის, დაასახელა ბრალდებულთა მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენისა და მიმალვის საფრთხეები. მისი თქმით, ბრალდებული ლევან ხაბეიშვილი კვლავ განაგრძობს პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას. ორივე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის გაუქმებას ითხოვდა დაცვის მხარე. ადვოკატების განცხადებით, ლევან ხაბეიშვილის მხრიდან ქრთამის შეთავაზების ფაქტი ბუნებაში არ არსებობს და დაპირება, რაც მან გასცა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების გაღებას გულისხმობდა. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, უფლებადამცველის თქმით, მას სუს-ის გამომძიებლის საქმიანობისთვის ხელი არ შეუშალია.