ვოლოდიმირ ზელენსკი - კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა მარკ რუტესთან, ანტონიო კოშტასთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - კარგი და პროდუქტიული შეხვედრა მქონდა მარკ რუტესთან, ანტონიო კოშტასთან და ურსულა ფონ დერ ლაიენთან

2025-12-09 15:43:31+04:00

აშშ-ის სამშვიდობო გეგმასთან დაკავშირებით უკრაინის მხარე მოლაპარაკებებს განაგრძობს. უკრაინის პრეზიდენტი ლონდონისა და ბრიუსელის შემდეგ იტალიის დედაქალაქ რომში ჩავიდა, სადაც ის პაპ ლეო XIV-ს და პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის შეხვდება. რომის პაპთან აუდიენცია დღის პირველ ნახევარში გაიმართება, მელონისთან შეხვედრა კი დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. როგორც უკრაინული მედია წერს, პაპი ლეო XIV მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამთავრდეს. ამავდროულად, უცხოურ მედიაში ვრცელდება არაერთი ინფორმაცია სამშვიდობო შეთანხმების გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.