პარლამენტი დაჩქარებული წესით, განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს,რომლებიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს კვლავ ამკაცრებს - Palitra News

პარლამენტი დაჩქარებული წესით, განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს,რომლებიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს კვლავ ამკაცრებს

2025-12-09 23:49:24+04:00

პარლამენტი დაჩქარებული წესით, განიხილავს საკანონმდებლო ცვლილებებს,რომლებიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს კვლავ ამკაცრებს. დეპუტატები დაანონსებულ ცვლილებებს დღეს მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. მანამდე აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს პარლამენტმა 79 ხმით უკვე მიიღო. კანონში დაგეგმილი მორიგი ცვლილებით, დგინდება შს სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას იმართება. გარდა ამისა, სატრანსპორტო გზის გადაკეტვის ანალოგიურად, დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს.მმართველ გუნდში დაანონსებულ ცვლილებებს ბალანსის არსებობით განმარტავენ და ამბობენ რომ შეზღუდვების მიზანია, თანაბრად იყოს დაცული, როგორც დემონსტრანტთა უფლებები, ისე იმ ადამიანთა ჯგუფების, რომლებიც პროტესტში ჩართული არ არიან. აქციებთან დაკავშირებული კანონების გამკაცრებას ნეგატიური შეფასებები მოჰყვა ოპოზიციისა და ექსპერტების მხრიდან. მათი თქმით, მორიგი შემზღუდავი კანონები ანტიკონსტიტუციურია.