შეიქმნება თუ არა BBC -ის სიუჯეტთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია - Palitra News

შეიქმნება თუ არა BBC -ის სიუჯეტთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია

2025-12-10 09:23:50+04:00

შეიქმნება თუ არა BBC -ის სიუჯეტთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია? საკითხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ჯერ არ განხილულა. გახარია საქართველოთთვის გუნდის ინიციატივას ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აკრიტიკებენ, რომლებიც პარლამენტის კედლებს მიღმა რჩებიან. მათი შეფასებით საპალამენტო ფორმატი სანდო არ არის და ქართული ოცნება საკანონმდებლო ორგანოში საკუთარ შესაძლო დანაშაულს ობიექტურად არ გამოიძიებს. საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საფუძველს ვერ ხედავენ ქართულ ოცნებაში. ამბობენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით საკითხი ამოწურულია.