განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციასთან თანამშრომლობით, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების 2025 წლის ფორუმი გაიმართა. ფორუმის ფარგლებში, ახალგაზრდების მხარდაჭერის კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრეს და წლის საუკეთესო ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების წევრი ახალგაზრდები დააჯილდოვეს. ფორუმში 28 მუნიციპალიტეტიდან 500-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა . ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა - საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებული ახალგაზრდული საბჭოების 2025 წლის საქმიანობების შეჯამება და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა.