პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო . გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში ლიცენზირებული ერთ-ერთი საბანკო დაწესებულების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა საწარმო დააფუძნეს, გახსნეს საბანკო ანგარიშები და უნაღდო საბარათე გადახდების განსახორციელებლად, ბანკისგან მოითხოვეს და სარგებლობაში მიიღეს პოს ტერმინალი. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.