პარლამენტი "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში გამკაცრებულ ცვლილებს დაჩქარებული წესით, მეორე მოსმენით განიხილავს. კანონის პროექტის თანახმად, სატრანსპორტო გზის გადაკეტვასთან ერთად დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, მათ შორის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით და საგნებით, თუკი ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუკი შეკრების მონაწილეები შსს-ს მიერ შეთავაზებულ ადგილზე ან სვლა-გეზზე აქციის ჩატარებას არ დათანხმდებიან, ჯერ ადმინისტრაციული პატიმრობა, ხოლო შემდეგ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. ქართული ოცნების შეფასებით, ცვლილებები, ერთი მხრივ, დემონსტანტების უფლებებს იცავს, მეორე მხრივ კი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ემსახურება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ გამკაცრებული რეგულაციები მოქალაქეებს გამოხატვის თავისუფლებას უზღუდავს.