პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი - Palitra News

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

2025-12-10 12:30:25+04:00

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რეალიზაციის მიზნით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ თბილისში, 25 ადგილზე განათავსა. პოლიციამ ბრალდებულის მიერ მითითებული ადგილებიდან 77 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.