კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ახმეტაში, სახელმწიფო ტყეში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. კუსტარულად დამონტაჟებული საამქროს მიმდებარე ტერიტირიაზე აღმოჩენილია სულ 18 კუბურ მეტრამდე დაუფირნიშებელი წიფლის სახეობის სამასალე მერქანი და პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი. დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო დაილუქა, ხოლო უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი, შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილი იქნება ახმეტის „საქმიან ეზოში“. საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის საგამოძიებო უწყებაში გადაიგზავნება.