პარლამენტი უმაღლესი განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებების განხილვას განაგრძობს. საკანონმდებლო ცლილებათა პაკეტის მიხედვით ბაკალავრიატი და მაგისტრატურა 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო ხდება. ასევე, ერთი ქალაქი-ერთი ფაკულტეტის პრინციპიდან გამომდინარე აბიტურიენტებს ერთი და იმავე ფაკულტეტის სხვადასხვა სახელმწიფო უნივერისტეტში არჩევის შესაძლებლობა აღარ ექნებათ. თუმცა განათლების სამინისტროს განმარტებით, ეს ცვლილება არ ეხება კერძო უნივერსიტეტებს და აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ იგივე ფაკულტეტი კერძო უნივერსიტეტშიც აირჩიონ. უმაღლესი განათლების რეფორმას "ქართულ ოცნებაში" უპრეცენდენტოს უწოდებენ, თუმცა ოპონენტები აცხადებენ, რომ აღნიშნული რეფორმა განათლების სისტემაში არსებულ რეალურ პრობლემებს არ აგვარებს.