დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე დღე მისცა, რათა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია შეთავაზებულ იმ სამშვიდობო გეგმის თაობაზე, რომელიც აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ უკრაინისგან ტერიტორიულ დათმობებს მოითხოვს – აღნიშნულის შესახებ უცხოური გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს. საკითხს ევროპელი ლიდერები ეხმაურებიან. ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში სამი ცალკეული დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობს. მისი ინფორმაციით, მხარეები შეთანხმებასთან საკმაოდ ახლოს არიან.