პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, მმართველ გუნდს BBC-ის წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობა დაწყებული აქვს.
ვოლსკის თქმით, როდის გაიგზავნება სარჩელი, ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.
როგორც ვოლსკიმ განმარტა, დეზინფორმაცია არავის უნდა შერჩეს - იქნება ეს BBC თუ სხვა.
„სარჩელი მნიშვნელოვანია, უნდა შეიტანო და არ უნდა შერჩეს BBC იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ასეთი დეზინფორმაცია. რეალურად ნაჩვენები კადრები მოიცავს ლაბორატორიის ხედებს, რომელშიც თითქოს, კვლევები ჩატარდა. რეალურად, ის ადამიანები, რომლებიც ამ თემაზე საუბრობენ, არანაირ კვლევას არ ეყრდნობიან და კვლევები გვიჩვენებს, რომ ასეთი მომწამლავი ნივთიერება გამოყენებული არ ყოფილა და შსს-ს საერთოდ არ აქვს. ადამიანების ყოფაც გვიჩვენებს ამას - ყველაფერზე ფოტოს იღებენ და იმ თუთიყუშისთვის მაინც გადაეღოთ ფოტო, რომელსაც ბუმბული დაცვივდა ან იმ ძაღლისთვის, რომელიც პატრონს ვერ ცნობდა.
რეალურად, რა ნივთიერებებიც გამოიყენეს, ის რასაკვირველია, ცუდად მოქმედებს ადამიანზე და გამოყენებულია იმისთვის, რომ ეს უკონტროლო ან ორგანიზებული შემოტევა და ექსტრემიზმი როგორ შეაჩერო. როდის შევა სარჩელი, ამასთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
დამაზუსტებელ კითხვაზე, დაწყებულია თუ არა BBC-ის წინააღმდეგ სარჩელზე მუშაობა, ვოლსკიმ უპასუხა: „კი, სარჩელზე მუშაობა დაწყებულია“.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, შინაგანად არავის სიამოვნებს, როცა გიწევს, რომ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი გამოიყენო ადამიანებთან მიმართებით.
„შინაგანად არავის სიამოვნებს, როცა გიწევს, რომ ცრემლსადენი გაზი, „წიწაკის“ სპრეი გამოიყენო ადამიანებთან მიმართებით. ფაქტია, რომ პროპაგანდის ტრენდი, რომელიც ამ მედიასაშუალებებმა შეარჩიეს, გულისხმობს იმას, რომ არაჰუმანურია ნებისმიერ შემთხვევაში ადამიანის მიმართ რაიმე ზემოქმედების მქონე ნივთიერების გამოყენება. არც ხელჯოხის გამოყენებაა ჰუმანური, მაგრამ ამ ჯახს ვინც უკეთებს ორგანიზებას, პასუხისმგებლობა უფრო მათზეა, ვიდრე იმ ადამიანებზე, რომელიც ამაში მონაწილეობს. ვინც ქუჩაში არიან გამოსული და რაღაცას აპროტესტებენ, ხშირ შემთხვევაში ბრმა იარაღი არიან იმ ადამიანების ხელში, ვინც ამის ორგანიზებას აკეთებენ. ზუსტად იციან, რომ რაღაც ნივთიერება გამოყენებული იქნება, „წიწაკის“ სპრეი, ცრემლსადენი გაზი. ევროპაში ცხენებით გადათელეს და ძაღლები მიუქციეს საპროტესტო აქციაზე.
პასუხი იმათ მოსთხოვეთ, ვინც ადამიანებს უსაფუძვლოდ უნერგავენ ექსტრემიზმის გეგმას და თან აბსოლუტურად უმიზეზოდ…
რასაკვირველია, ამ ჯახის დროს გამოყენებული იქნება ნივთიერებები, რაც მაწუხებს მეც და ყველას, მაგრამ არის რეალობა და არის ის ტყუილი, რასაც ყოველდღე ვისმენთ”, - განახადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხე, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.