"შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში გამკაცრებული ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა და მიიღო. კანონის პროექტის თანახმად, სატრანსპორტო გზის გადაკეტვასთან ერთად დაუშვებელი ხდება ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, მათ შორის, ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით თუ საგნებით, თუკი ამას შეკრება-მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობის დაკისრებას. პირველ ეტაპზე, ადმინისტრაციული, ხოლო, განმეორებით შემთხვევაში - სისხლისსამართლებრივი წესით. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ აქციის მონაწილეთა მხრიდან, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები დისკომფორტს უქმნის მოსახლეობის უმრავლესობას, რის გამოც საჭირო გახდა - ცვლილებები კანონში ასახულიყო. საპასუხოდ, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე აქცენტირებს ოპოზიცია. რა ეტაპზეა განხილვის პროცესი პარლამენტში?!