საიას თავმჯდომარემ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა - რა წერია ნაგარიშში - Palitra News

საიას თავმჯდომარემ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა - რა წერია ნაგარიშში

2025-12-10 15:17:14+04:00

2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია - ასე აფასებენ გასულ წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. დღეს საიას თავმჯდომარემ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარადგინა. ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, მიმდინარე წელს, 2024 წელს დაწყებული ავტორიტარული მმართველობის გაძლიერების პროცესი გაგრძელდა. ფიზიკური ძალადობა, უსაფუძვლო დაკავებები და დაჯარიმებები, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება და დეზინფორმაციის კამპანიები - ეს იმ ტენდენციების ჩამონათვალია, რომლებიც საიას იურისტების შეფასებით, გასულ წელს ადამიანის უფლებების კუთხით გამოვლინდა.