დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, სანქცირებულთა სიას ორი ფიზიკური და ხუთი იურიდიული პირი დაამატა. დოკუმენტის მიხედვით, სანქცირებულებს შორისაა, რუსი იდეოლოგი ალექსანდრე დუგინი და ბლოგერი მიხეილ ზვინჩუკი. ასევე, სანქციები დაემატა დუგინის მიერ დაარსებულ გეოპოლიტიკური კვლევებისა და საინფორმაციო რესურსების ცენტრს, რუსეთის მოქალაქეების საზღვარგარეთ უფლებების დაცვის ფონდს, ბრიუსელში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს. სანქციები მოიცავს დუგინისა და ზვინჩუკის დიდ ბრიტანეთში შესვლის აკრძალვას, ასევე მათი და ქვეყანაში სანქცირებული ორგანიზაციების საქმიანობის გაყინვას.