17 დეკემბერს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხს განიხილავენ. როგორც ცნობილია დებატების თემაა: "საქართველოში დემოკრატიის კრიზისის გაღრმავება“. „ოპოზიციაში კრიტიკული ანგარიშის მოლოდინი აქვთ. ოპონენტები უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეებზეც საუბრობენ. ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პასუხისმგებლობას ისინი “ქართულ ოცნებას” აკისრებენ.