ხელისუფლების მიერ შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონების გამკაცრებას ოპოზიციაში “ქართული ოცნების” მორიგ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯად აფასებენ - Palitra News

ხელისუფლების მიერ შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონების გამკაცრებას ოპოზიციაში “ქართული ოცნების” მორიგ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯად აფასებენ

2025-12-11 09:16:33+04:00

ხელისუფლების მიერ შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონების გამკაცრებას ოპოზიციაში “ქართული ოცნების” მორიგ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯად აფასებენ. მათი თქმით, ხელისუფლება პროტესტის ჩახშობას ცდილობს. როგორც ოპოზიციაში განმარტავენ, ხელისუფლებამ პროტესტის შეწყვეტა ხალხის დასჯის ნაცვლად, პრობლემის მოგვარებით უნდა შეძლოს. ქართული ოცნების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო პროექტის თანახმად, შეკრება-მანიფესტაციის შესახებ შეზღუდვები საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებზე ვრცელდება.