პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის საფუძველზეც უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული მოდელი და უმაღლესი განათლების მიღების სისტემა იცვლება - Palitra News

პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის საფუძველზეც უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული მოდელი და უმაღლესი განათლების მიღების სისტემა იცვლება

2025-12-11 09:17:16+04:00

პრინციპი: ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი - პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის საფუძველზეც უმაღლესი განათლების დაფინანსების არსებული მოდელი და უმაღლესი განათლების მიღების სისტემა იცვლება. რეფორმის თანახმად, ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლება 3 წლიანი, ხოლო მაგისტრატურის საფეხურზე - 1 წლიანი იქნება. მთავრობის ინიციატივით, შემუშავდება ფაკულტეტების გადანაწილების განსხვავებული წესიც, რაც სასწავლო პროგრამების დუბლირებას გამორიცხავს. სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან ხედვებისა და მოსაზრებების გასაცნობად, განათლების სამინისტროში 19-ივე სახელმწიფო უნივერსიტეტთან შეხვედრები დაიწყება. მმართველ გუნდის წარმომადგენელთა მტკიცებით, ხელისუფლების სურვილია, სტუდენტმა მაღალი დონის განათლება მიიღოს და საქართველოს განათლების სისტემა საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტული გახდეს. ცვლილებებისადმი კრიტიკულია ოპოზიცია.