უკრაინამ აშშ-ს „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით პასუხი გადასცა - Palitra News

უკრაინამ აშშ-ს „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით პასუხი გადასცა

2025-12-11 09:19:00+04:00

უკრაინამ აშშ-ს „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით პასუხი გადასცა - ამის შესახებ ორი მედიასაშუალება იუწყება. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს გამოაცხადა, რომ „სამშვიდობო გეგმის“ უკრაინულ და ევროპულ წინადადებებზე მუშაობა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლების დონეზე დასრულდა. ამავდროულად, არაერთი განცხადება ვრცელდება მსოფლიო ლიდერების მხრიდან. როგორც დონალდ ტრამპი აცხადებს, აშშ უკრაინაში ფულს არა, თუმცა დიდ დროსა და ძალისხმევას ხარჯავს და ვაშინგტონი ახლა უკრაინისგან პასუხებს ელოდება. მისივე თქმით, ევროპელმა ლიდერებმა სთხოვეს ევროპაში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ შეხვედრას ისიც დაესწროს. თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტი განმარტავს, რომ აშშ-ის სამშვიდპბო შეთანხმებაზე კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან ერთად აგრძელებს. დღეს უკრაინის პრეზიდენტი ,,მსურველთა კოალციის“ შეხვედრას დაესწრება.