ნაძალადევის რაიონში ავარიას 35 წლამდე ქვეითი ემსხვერპლა - ასევე, ავტომობილი დაეჯახა მის დასახმარებლად გზაზე გადასულ დედას - Palitra News

ნაძალადევის რაიონში ავარიას 35 წლამდე ქვეითი ემსხვერპლა - ასევე, ავტომობილი დაეჯახა მის დასახმარებლად გზაზე გადასულ დედას

2025-12-11 11:08:14+04:00

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ავარიას ქვეითი, 35 წლამდე ქალი ემსხვერპლა.

შემთხვევა წუხელ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ასევე, დაეჯახა მის დედასაც, რომელიც მომხდარი ავარიის შემდეგ შვილის დასახმარებლად გზაზე გადავიდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.