საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესს ეცნობა. ამჯერად მინისტრი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიასა“ და სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯს ეწვია, სადაც სასწავლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და თანამშრომლებს შეხვდა. გივი მიქანაძემ არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით ინფორმაცია კოლეჯების წარმომადგენლებისგან მიიღო და მათ პროფესიული განათლების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილი ინიციატივებზე ისაუბრა.