აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობა აქტიურად გრძელდება. ორი უცხოური მედიის ცნობით, უკრაინამ ამერიკულ მხარეს წარუდგინა თავისი პასუხი „სამშვიდობო გეგმაზე“, რომელზეც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ბოლო კვირების განმავლობაში მუშაობდა. ამავე დროს, აქტიურად ვრცელდება მსოფლიო ლიდერების შეფასებები სამშვიდობო შეთანხმების საკვანძო პუნქტებზე, რომელზეც შეთანხმების მიღწევა გაჭიანურდა. თავის მხრივ, ევროპელი პოლიტიკოსები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ უკრაინის პრეზიდენტს და მოლაპარაკებებს განაგრძობენ.