ევროპარლამენტში 17 დეკემბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ. როგორც ცნობილია დებატების თემაა: "საქართველოში დემოკრატიის კრიზისის გაღრმავება“. „ოპოზიციაში კრიტიკული ანგარიშის მოლოდინი აქვთ. ოპონენტები უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეებზეც საუბრობენ. ამის ფონზე "ქართული ოცნება" ევროპელი ლიდერების მისამარით კრიტიკულ ტონს ინარჩუნებს. დღეს შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მასშტაბური პოლიტიკური ცვლილებების გარეშე, ევროკავშირი „ცივილიზაციური განადგურების“ პირას აღმოჩნდება. სახელისუფლებო გუნდი ევროკავშირს ძალადობის მხარდაჭერაში, ხელისუფლების გარედან შეცვლის მცდელობასა და ეროვნული სუვერენიტეტის იგნორირებაში დაადანაშაულა.