შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვისა და ხე-ტყის უკანონო დამზადების ბრალდებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავა - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვისა და ხე-ტყის უკანონო დამზადების ბრალდებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავა

2025-12-11 12:33:35+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვისა და ხე-ტყის უკანონო დამზადების ბრალდებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ცეცხლაურში, ქარსაცავ ზოლში, ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ცვლის მეთაურმა უკანონოდ გაჩეხა და დაამზადა კრიპტომერიის ჯიშის ხე-მცენარე, რითაც გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.