დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო - Palitra News

დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

2025-12-11 13:17:30+04:00

დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო, - ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავს სანქტ-პეტერბურგში იძულებითი დაშვება მოუწია.

ფაშინიანის თვითმფრინავი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ტვერის ოლქის თავზე დაფრინავდა, რის შემდეგაც პულკოვოს აეროპორტში გადაამისამართეს.

რუსეთის მასშტაბით აეროპორტებში მუშაობის შეფერხება უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებულმა ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა იერიშმა გამოიწვია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით ქვეყნის ტერიტორიაზე 287 უკრაინული დრონი გაანადგურეს, მათ შორის 40 დრონი მოსკოვის ოლქის თავზე ჩამოაგდეს.