„ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 2019 წლის 20 - 21 ივნისის საქმე სტრასბურგის სასამართლოში მოიგო.
ამის შესახებ ინფორმაციას საია სოციალურ ქსელში ავრცელებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, საიამ 2019 წლის 20 - 21 ივნისის, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმე მოიგო“,- ნათქვამია განცხადებაში.