მომდევნო წელს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობაც იზრდება და მათი სახელფასო ხარჯებიც. სახელმწიფო უწყებების ჯამური ხარჯი მომავალ წელს 23 მილიარდ 267 მილიონ ლარზე მეტი იქნება, რაც იმას ნიშნავს რომ მომდევნო წელს სახელმწიფო უწყებების ხარჯი დაახლოებით 1,5 მლრდ ლარით იზრდება. მათ შორის იზრდება შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯები. ხარჯების ეს ნაწილი 2026 წელს 3 მილიარდ 420 მილიონი ლარით განისაზღვრა, მაშინ როცა 2025 წლის გეგმით 385 მილიონით ნაკლები იყო. რაც შეეხება დასაქმებულებს, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 166-ით იზრდება. ყველაზე მეტად დასაქმებულთა რაოდენობა პროკურატურაში, აუდიტის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიზრდება. ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია პენსიების ზრდა. იანვრიდან ასაკობრივი პენსია 370 ლარი გახდება, 70 წელს ზემოთ პენსიონერები კი 495 ლარს მიიღებენ.