ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ ერთხელ 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა - Palitra News

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ ერთხელ 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა

2025-12-11 14:23:35+04:00

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი კიდევ ერთხელ 25 საბაზისო პუნქტით შეამცირა. უფრო კონკრეტულად, FED-მა აშშ-ის საპროცენტო განაკვეთი მეოთხედი პროცენტული პუნქტით 3,5%- 3.75%-მდე დაიყვანა. ამ გადაწყვეტილების განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კომიტეტი მტკიცედ ერთგულია მაქსიმალური დასაქმების მხარდაჭერისა და ინფლაციის 2%-იან მიზნობრივ ნიშნულამდე დაბრუნების მიმართ. ფედერალური რეზერვის ამ გადაწყვეტილებამ ამერიკაში სესხის აღების ხარჯები 2022 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაიყვანა. შეგახსენებთ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება წელს აშშ-ის ფედერალური რეზერვის რიგით მესამე ინტერვენციაა. იქამდე FED-მა საპროცენტო განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება 19 სექტემბერსა და 29 ოქტომბერსაც მიიღო. სექტემბერში ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ 2026 წელს განაკვეთის მხოლოდ ერთი შემცირება იწინასწარმეტყველა. ბაზრები მომავალ წელს დაახლოებით კიდევ ორ მეოთხედ პუნქტიან შემცირებას ვარაუდობენ, პირველი კი ივნისამდე არ არის მოსალოდნელი.