დაგროვებით საპენსიო სქემაში უკვე 1 მილიონ 697 ადამიანია გაერთიანებული. საპენსიო სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, დაგროვებითი პენსიით 25 814-მა პირმა ისარგებლა, ჯამურად მათზე პენსიის სახით კი 118 მლნ ლარი გაიცა. საინტერესოა ასევე, რომ ბოლო მონაცემებით საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულებამ 8 მლრდ ლარს გადააჭარბა, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა 2.2 მლრდ ლარს მიაღწია“. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მოქმედებს. საპენსიო ფონდში შენატანების ოდენობა ნაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის და ვრცედლება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ 2%+2%+2% პრინციპით.