2019 წლის 20-21 ივნისის საქმე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სტრასბურგის სასამართლოში მოიგო - Palitra News

2019 წლის 20-21 ივნისის საქმე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სტრასბურგის სასამართლოში მოიგო

2025-12-11 15:07:07+04:00

2019 წლის 20-21 ივნისის საქმე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სტრასბურგის სასამართლოში მოიგო. ინფორმაციას თავად საია სოციალურ ქსელში ავრცელებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო. სტრასბურგმა ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საქართველომ ყველა მომჩივანს არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის სხვადასხვა რაოდენობის თანხა უნდა გადაუხადოს. სტრასბურგის გადაწყვეტილებას ეხმაურება იუსტიციის სამინისტრო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შსს-ს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ დემონსტრანტების მიმართ პროპორციული ძალის გამოყენება ვერ უზრუნველყო, რის გამოც, სტრასბურგის სასამართლოს მიერ ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა დადგინდა.