რით ხსნიან შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ ცვლილებებს ინიციატორები და რატომ აკრიტიკებს ოპოზიცია საკანონმდებლო პაკეტს - Palitra News

რით ხსნიან შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ ცვლილებებს ინიციატორები და რატომ აკრიტიკებს ოპოზიცია საკანონმდებლო პაკეტს

2025-12-11 15:20:51+04:00

კანონის პროექტი, რომლის შედეგად, შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული შეზღუდვები საფეხმავლო გზებზე გამართულ აქციებზე გავრცელდება პარლამენტის მიერ დამტკიცებულია. ცვლილებების თანახმად, დაუშვებელია ხალხის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, მათ შორის, ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციითა და საგნებით, თუკი ამას შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. შეკრებისა და მანიფესტაციის ორგანიზატორი ვალდებული ხდება დემონსტრაციის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობოს. იმ შემთხვევაში თუ შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეები გზას მასობრივად გადაკეტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ გააფრთხილებს - 15 წუთს მისცემს იმისათვის, რომ კანონდარღვევა აღკვეთონ, ხოლო თუ 15 წუთის განმავლობაში სავალი გზა არ გათავისუფლდება, მთლიანად აქცია კანონგარეშედ ჩაითვლება. აქციის მონაწილეებს კი 15 დღიანი ან ერთ წლიანი პატიმრობა შეეფარდებათ. რით ხსნიან შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ ცვლილებებს ინიციატორები და რატომ აკრიტიკებს ოპოზიცია საკანონმდებლო პაკეტს.