17 დეკემბერს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხს განიხილავენ - რა გზავნილები გაჟღერდება ევროპელი ლიდერების მხრიდან და უნდა ველოდოთ თუ არა ცვლილებებს ვიზალიბერალიზაციის კუთხით - Palitra News

17 დეკემბერს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხს განიხილავენ - რა გზავნილები გაჟღერდება ევროპელი ლიდერების მხრიდან და უნდა ველოდოთ თუ არა ცვლილებებს ვიზალიბერალიზაციის კუთხით

2025-12-11 15:23:48+04:00

„დემოკრატიის კრიზისის გაღრმავება საქართველოში“ - თემაზე დებატები ევროპალამენტში 17 დეკემბერს გაიმართება. რა გზავნილები გაჟღერდება ევროპელი ლიდერების მხრიდან და უნდა ველოდოთ თუ არა ცვლილებებს ვიზალიბერალიზაციის კუთხით?! ქართველი პოლიტიკოსები საკუთარ ვარაუდებს გამოთქვამენ. ოპოზიციაში კრიტიკული ანგარიშის მოლოდინი აქვთ. ოპონენტები უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეებზეც მიუთითებენ. ამის ფონზე, ქართული ოცნება ევროპელი ლიდერების მისამართით კრიტიკულ ტონს ინარჩუნებს. სახელისუფლებო გუნდი ევროკავშირს ძალადობის მხარდაჭერაში, ხელისუფლების გარედან შეცვლის მცდელობასა და ,ეროვნული სუვერენიტეტის იგნორირებაში ადანაშაულებს. საქართველოს შესახებ დაგეგმილი დებატები ევროპარლამენტში და გამოხმაურებები.