საქართველოს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახური უარყოფს ერთ-ერთი უცხოური გამოცემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც პოტენციური ტერორისტული თავდასხმის შესახებ, გაფრთხილების შემდეგ, ისრაელის პარლამენტის წევრებმა საქართველოში ვიზიტი გააუქმეს. სუს-ში განმარტავენ, რომ არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს, საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონიათ და შესაბამისად, არავისთვის გაუზიარებიათ. არადა, უცხოური მედია წერს, რომ უსაფრთხოების დირექტივის საფუძველზე დეპუტატებმა საქართველოში შაბათ-კვირას „ისრაელის კვირეულის“ კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმეს. საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის პრეზიდენტმა, იციკ მოშემ განუცხადა, რომ სამი წლის წინ თბილისში მისი მკვლელობა ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსთან დაკავშირებულმა ტერორისტულმა ჯგუფმა უკვე სცადა.