აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი მიიღო - Palitra News

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი მიიღო

2025-12-11 15:29:59+04:00

უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი მიიღო. წარმომადგენელთა პალატაში კანონპროექტს მხარი 312-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 112-ი წინააღმდეგი იყო. 2026 ფისკალური წლის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტი აშშ-ის სამხედრო ხარჯებისთვის რეკორდული რაოდენობის, 901 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში 800 მილიონი დოლარის გამოყოფა მოხდება. ასევე, კანონპროექტი ევროპის თავდაცვასთან დაკავშირებით პროგრამებს განსაზღვრავს. კანონპროექტი ბალტიისპირეთის უსაფრთხოების ინიციატივას ამტკიცებს და ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის თავდაცვის მხარდასაჭერად 175 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.